სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1240

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 521 ლარით ფინანსდება, ორი სახიდე გადასასვლელის და 537 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.

საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

განახლებული გზით კი, სოფლის ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.