სააკაძის მოედანსა და შარტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იგეგმება

1663

თბილისში, საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერში შპს „საქგზამეცნიერებამ“ მოიგო, რომელიც რეაბილიტაციის პროექტს 103 840 ლარად შეადგენს. სამშენებლო ტენდერი კი, სავარაუდოდ ამის შემდეგ გამოცხადდება. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

საუბარია შარტავას ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, კოსტავას გამზირზე – სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე, მიროტაძის ქუჩაზე – კოსტავას გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, პეკინის გამზირზე – მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე და ჭაბუკიანის ქუჩაზე – სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩამდე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ტროტუარზეც.

პროექტით დაგეგმილია გზის მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის სიგანე 3 მეტრი იქნება.