სასამართლომ გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა

607

წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გურჯაანის მერიის სამ თანამშრომელს, რომელთაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური სამსახურებრივ გულგრილობას ედავება, უფლებამოსილება შეუჩერდა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

უფლებამოსილება შეჩერებული პირები არიან:
-არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი;
-ინფრასტრუქტურის განყოფილების  მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი;
-ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი.

„მიმდინარე წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კანცერლარიაში შემოვიდა განჩინება სამი თანამშრომლის მიმართ. ეს არ გულისხმობდა გათავისუფლებას, მათ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულება შეუჩერდათ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.“- თქვა გურჯაანის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მერი ოსოშვილმა.

სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის პასუხისგებაში მისცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და კიდევ ექვსი პირი