მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

30

მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საიმერლოში. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ორსართულიანი საბავშვო ბაღი ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი. საბავშვო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთხი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი, სამზარეულო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები.

მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსოები და სპორტულ/სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

მოგახსენებთ, რომ ბაღის შენობა–ნაგებობისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე განთავსებულია, მე–2 მსოფლიო ომის ვეტერანთა და აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილი მებრძოლის ზაზა ბოჭოიძის მემორიალი, პროექტით გათვალისწინებულია მისი ადგილმდებარეობის შეცვლა, კერძოდ კი მემორიალი განთავსდება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრზე.

ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 686 000 ლარი. ამჟამად უკვე დასრულდა ტენდერი სამშენებლო სამუშაობზე, რომლის შემდგომაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.