ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის საკითხებზე ექსპერტებს შეხვდა

დეცენტრალიზაციის საკითხები, ფორმები და სახეობები იყო მთავარი თემები შეხვედრისა, რომელიც დღეს, რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით შედგა, რომელიც დეცენტრალიზაციის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვართ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც კონცეფციამ დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს. დღევანდელი შეხვედრა ექსპერტებთან ემსახურება სწორედ ამ მიზანს. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. ამ პროცესში ჩართული ვართ რამდენიმე სუბიექტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ დოკუმენტზე. ხედვა უკვე წარმოვადგინეთ, მაგრამ რას გულისხმობს შინაარსობრივად ეს ხედვა, დეტალებში, ჯერ საზოგადოებისთვის არ გვითქვამს. ამას ვიტყვით, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტის ფორმას შეიძენს. პირველადი ხასიათის დოკუმენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია. ეს არის სამუშაო, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესი“, -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველადი დოკუმენტი, ჯერ კიდევ არ იქნება საბოლოო, რადგან მან უნდა გაიაროს საპარლამენტო და სახალხო განხილვის ფაზები. პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არის ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია, -
ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს
"ევროპულმა საქართველომ “პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. "ევროპულ საქართველოს“ კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების
კვირას, 19 მაისს, საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ამჯერად ამომრჩევლებმა 5 მუნიციპალიტეტის მერი, 8
თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია, – ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გარემოს
საზოგადოებრივი მაუწყებელი https://www.youtube.com/watch?v=X6nvhsAPYYg&feature=youtu.be
სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა
ტელეკომპანია "მაესტრო" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, კოკა კიღურაძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
საქართველოს პარლამენტმა ახალი საზედამხედველო მექანიზმი - თემატური მოკვლევა აამოქმედა. "თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან
წინა სტატია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს პირველი
%d bloggers like this: