შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა

186

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას აკაკი მაჭუტაძე დღეიდან შეუდგა.

დღესვე ახალი გუბერნატორი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე აკაკი მაჭუტაძე ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად იყო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძის შიდა ქართლის გუბერნატორად, ხოლო შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა.