ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირების ტენდერი მეორედ ჩავარდა

985

ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი მეორედ ჩავარდა. თვითმმარველობამ განმეორებითი ტენდერი მარტის დასაწყისში გამოაცხადა და წინადადების მიღება 29 მარტს დასრულდა. ტენდერის მიხედვით,  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში „სკეიტ პარკი“ და „კლდედრომი“ დაპროექტება უნდა მომხდარიყო. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

დასაპროექტებელი ობიექტის ფართობია 2000 მ². პირველ ჯერზე ჩავარდნილი ტენდერის გამო, ქუთაისის მერიამ პროექტის თანხა რვა ათას ლარამდე გაზარდა. მიუხედავად თანხის გაზრდისა, პროექტით არავინ დაინტერესებულა.

სკეიტ პარკის მოწყობას ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია, ითხოვდნენ. წელს მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და პარკის მოწყობას დაპირდა. მერის განცხადებით, სკეიტ პარკი წელს აუცილებლად მოეწყობა.