მშობლები რუსთავის მერვე ბაღის დახურვას აპროტესტებენ

27

რუსთავის მე-8 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ და ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ. ისინი ვარაუდობენ, რომ შენობა კერძო პირის მიერ იქნა შესყიდული და სწორედ ეს გახდა ბაღის დახურვის მიზეზი. ინფორმაციას InfoRustavi ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ  მე-8 ბაღის დახურვის მიზეზი შენობაში არსებული არასათანადო პირობებია და ბაღს ესაჭიროება რეაბილიტაცია.

„შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში, მივიღეთ დასკვნა სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დაიხურა ბაღი. ჩვენ მშობლებს შევთავაზეთ ალტერნატივა. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ბაღებში გადაიყვანონ ბავშვები, ასევე  მოძიებული გვაქვს უკვე ალტერნატიული ფართი, სადაც საჭიროა ჩატარდეს ტექნიკური სამუშაოები, რის შემდეგაც შევძლებთ ბავშვების გადაყვანას.“