ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში სააღდგომო დანამატებს არ მიიღებენ

694

ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებში (მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.) დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში („ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…) იგეგმება. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.

უშუალოდ მერიაში, აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებული ვერც ერთი საჯარო მოხელე (მათ შორის ისინიც, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ), წინასააღდგომოდ დანამატს ვეღარ მიიღებს. ამის შესაძლებლობას ახალი კანონმდებლობა არ იძლევა.

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.