ნაციონალები ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას აკრიტიკებენ

841

წინა სტატია

”ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას აპროტესტებს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქუთაისს, რადგან აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ქუთაისში აღარ შევა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქუთაისს დააზარალებს, რადგან ეკონომიკურად ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებულ ქალაქი ვეღარ მიიღებს შემოსავალს. ტურისტი აღარ შემოვა ქალაქში და სასტუმროების მუშაობა შეჩერდება. საპარლამენტო სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდგომ, აეროპორტთან სასტუმროს მოწყობა, მთავრობის მორიგი აბსურდული ინიციატივაა. ამ ხელისუფლებას წლების წინ აეროპორტის იდეა არ მოსწონდა, ახლა მიხვდნენ, რომ ეს მომგებიანია და გადაწყვიტეს თავად მიიღონ მოგება”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

პრემიერის განცხადებით, ქუთაისის რკინიგზის პროექტში ცვლილებები შევიდა. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა.  ამ ტერიტორიაზე კი 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები აშენდება.