გორის მერიამ ჯარიმების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა

535

2017 წელს გორის მერიამ ჯარიმებიდან და საურავებიდან  838 700 ლარი ამოიღო. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

გეგმის მიხედვით, სანქციების, ჯარიმებისა და საურავებიდან ამოსაღები თანხა  560 ათას ლარს შეადგენდა. მატებამ 278 ათას ლარს გადააჭარბა.

ასევე გადაჭარბებით შესრულდა მიწის იჯარის შემოსავლის გეგმა. ნაცვლად გეგმიური 22,6 ათასი ლარის, გორის მერიის შემოსავალმა 35.1 ათასი ლარი შეადგინა.