ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს

1384

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე ისევ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა – გიორგი გოგიჩაიშვილმა ჩანაცვლა. ბორჯომის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, “პატრიოტთა ალიანსიდან” გიორგი გოგიჩაიშვილმა მოადგილედ, “ქართული ოცნების” წევრი ოთარ არბოლიშვილი დაასახელა

არბოლიშვილს მხარი 20 წევრმა დაუჭირა, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს, პატრიოტთა ალიანსის წევრს ზაზა ჩაჩანიძეს იმპიჩმენტი ბორჯომის მერიის მაღალჩინოსნებისა და საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების სკანდალის გამო გამოუცხადეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ბორჯომის საკრებულოს ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასები ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.