გიორგი სეთურიძე გზების დეპარტამენტის უფროსობიდან წასვლის მიზეზს ასახელებს

918

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ახალ გუნდს საშუალება მისცემოდა თავისი ხედვები უფრო თავისუფლად გაეტარებინა. შეთანხმება დღეს მოხდა. მე ამ თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა სეთურიძემ. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

სეთურიძის ნაცვლად, საავტომობილო გზების დეპარტამენეტს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

ზურაბ ალავიძემ მინისტრის თანამდებობა 30 მარტს დატოვა. ის მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.