სითი ინსტიტუტისთვის მერიის შეთავაზებული პირობები მისაღებია

942
გიორგი ისაკაძის ფოტო

სითი ინსტიტუტისთვის მერიის შეთავაზებული პირობები მისაღებია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კომპანიამ 1 ივნისამდე მერიას კონკრეტული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელშიც გენერალური გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დასაბუთება და ინსტრუქცია იქნება წარმოდგენილი.

“აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვეთანხმებით თბილისის მერიას და ვეთანხმებით რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ეს მიზეზი არის ის, მერიას უნდა დასაბუთება კიდევ უფრო მკაფიო იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელებს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს ეხება მათ შორის საკუთრების ფორმებსაც და ის დოკუმენტი, პრინციპული დოკუმენტი რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მერიისთვისაც არის მისაღები, ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთებები თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევებში რაც კერძო საკუთრებას.

აქ ხარვეზებზე არ არის საუბარი, აქ არის კონცეპტუალურ საკითხებზე საუბარი თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს გეგმა.” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.

დღეს მერიამ გენგეგმაზე სამუშაოდ სითი ინსტიტუტს ვადა 1 ივნისამდე მისცა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.