საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.
ირაკლი ქარსელაძე აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ზურაბ ალავიძემ მინისტრის თანამდებობა 30 მარტს დატოვა. ის მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები