ზუგდიდში ახალი გარეგანათების სისტემა დამონტაჟდება

686

ქალაქ ზუგდიდში ახალი გარეგანათების მონტაჟზე 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

სანათების მიწოდებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქში არსებული ძველი სანათები უნდა მოხსნას და ისინი, ახალი დიოდური სანათებით ჩაანაცვლოს. ძველი განათების დემონტაჟი კომპანიამ დაუზიანებლად უნდა მოახდინოს და ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 12 აპრილიდან უნდა წარადგინონ, სამონტაჟო სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.