რუსთავში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

997

რუსთავის მერიამ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ქალაქის შიდა ეზოებში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უსახური კონსტრუქციების ლიკვიდაციის სამუშაოები, დღეს მე-12 მიკრორაიონის #7,#8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა.

უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თხოვნით, ამ კორპუსების მოსახლეობამ, ქალაქის მერს წინასაარჩევნოდ მიმართა.

აღნიშნულ ტერიტორიზე, რუსთავის მერი საბავშვო გასართობი და მინი სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს.

ასევე, მე-12 მიკრორაიონში, დასუფთავების მასშტაბური აქციაც გაიმართა, რომელშიც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, მერის მოადგილეები: გოჩა ლორია, დავით კეკელიძე, ბესიკ ტოგონიძე და საკრებულოს დეპუტატები, მოსახლეობასთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

ქალაქის დასუფთავების ანალოგიური აქციები რუსთავის ათივე ტერიტორიულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.