ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება

1269

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობით პირადად დაინტერესდა და ადგილები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან ადგილზე ა(ა)იპ დასუფთავების სპეციალური სერვისების თანამშრომლები შევლენ და გადასასვლელებს დაასუფთავებენ. ამის შემდეგ კი, მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და ტერიტორია კაპიტალურად გარემონტდება.