ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი ხიდი აშენდა

998

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი ხიდი აშენდა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სოფელ კირცხში, მდინარე ხობისწყალზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 24-ე კმზე, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ადგილას, ახალი, კაპიტალური ხიდი აშენდა.

მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.