ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარკს აწყობენ

1175

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარკის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში “პატრიოტთა პარკის” მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, “პატრიოტთა პარკში” დაირგო 150 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე.

ასევე, პარკში ბავშვთა გასართობების, სარბენი ბილიკისა და შადრევნის მოწყობაც იგეგმება.