ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება

788

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სანაპიროს ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებულია სანაპიროსა და ჟღენტის ქუჩების მოასფალტება, გზაგამტარის, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობა.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 205 922 ლარს შეადგენს

ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.