მცხეთაში ბოგირების მშენებლობა მიმდინარეობს

666

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მშენებლობები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ცხვარიჭამიასა და აღდგომლიანკარის სოფლებში ი/მ კახაბერ სტეფნაძე 110 140 ლარის სახელშეკრულებლო თანხით ბოგირების მშენებლობას ახორციელებს.

ამჟამად, ახალდაბაში ხევზე შენდება ბოგირი, რომელიც სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. ცხვარიჭამიაში კი, ბოგირის მშენებლობა უკვე დასრულებულია და სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება მასზე.

მოსახლეობის მოთხოვნით, წელს დაგეგმილია აღდგომლიანთკარის შირის ხევზე ხიდის მშენებლობა. პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია და მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. აღნიშნული ხევი მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის, ახალი ხიდის მოწყობით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება იქნება შესაძლებელი.