ახალციხის მერიამ ვალეში ბაღებზე გზის გაჭრის საქმის შესწავლა დაიწყო

938

წინა სტატია

ხეხილის ბაღები, სადაც ვალეში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გზა გაჭრა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერა. მერის თქმით, კომპანია, მდინარეზე მისასვლელეად და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად უკვე ალტერნატიული გზით სარგებლობს: „კომპანიას შეეძლო ბაღებში შესვლამდე მოემართა ჩვენთვის და ვეტყოდით შეჭრის გარეშე როგორ უნდა მისულიყვნენ მდინარემდე. ახლა უკვე იციან და ალტერნატიული გზით დადიან. ეს გზა ბაღებზე აცილებულია“ – თქვა ზაზა მელიქიძემ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მელიქიძე ამბობს, რომ ბაღებში, დაახლოებით 60 მეტრზე, გზა მართლაც “ცუდად არის შეჭრილი”. მერი ამბობს, რომ ბაღებში დაზიანებული ხეები ვერ ნახა; „მოჭრილი ტოტებია, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივებმა მოჭრეს. იქ, მხოლოდ ერთი ჭანჭურის ხე იყო ძირიდან ამოღებული და ესეცმ ჩვენი დაკვირვებით, ერთი წლის წინანდელი უნდა იყოს, რადგან გამხმარია უკვე“.

ზაზა მელიქიძის თქმით, კომპანია მზადაა დაზიანენული მოაკვეთი დაამუშაოს და ბალახი დათესოს. ხეხილის საქმეზე კი მოსახლეობას შეუძლია იდავოს სამართლებრივად.

რამდენიმე დღის წინ  ვალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და  იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც  კომპანია “ბესტმა” მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა.