ფოთში “სერვისების ცენტრი” საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს

685

ქალაქ ფოთში საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ა(ა)იპ სერვისების ცენტრი ქალაქში ხეების გასხეპვა, გადაბელვისა და კირით შეთეთრების სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ცენტრალურ პარკსა და სკვერებში ხეების გასხეპვა დასრულდა. ამჟამად სამუშაოები კი, ქუჩებში ხორციელდება.

აღსანისნავია, რომ სერვისების ცენტრი გამწვანების სამუშაოების ჩასატარებლად ემზადება.