ამბროლაურის სოფლებში ნაგვის ახალი კონტეინერები განთავსდა

727

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, სოფლებში ნაგვის 50 ახალი, ლითონის კონტეინერი განთავსდა. ამბროლაურის მერიის ცნობით, უახლოეს პერიოდში დამატებით ურნებსაც იყიდიან.

მერიის ცნობით, მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში გაიტანს სოფლებიდან ნაგავს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის განცხადებით მუნიციპალიტეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერის ინიციატივით პერიოდულად გაიმართება დასუფთავების აქციებიც, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა.