კასპის სოფელ სამთავისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

577

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისის ტაძართან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის სიგრძე 800 გრძივი მეტრია, ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების პროექტებიდან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 602 876 ლარია.