საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 17 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება

737

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების 17 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცლებს.

სამშენებლო სამუშაოები სოფლებში ჭაბურღილების, ავზების და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება – 5,5 მლნ ლარზე მეტია.

სამშენებლო სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რაც 17 სოფლის ათასობით მოსახლეს მოუხსნის სასმელი წყლის პრობლემას და გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს.

რეგიონის 17 სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა 2008 წლის შემდეგ შეექმნა.