პრემიერი: პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის ტაიმერი, მინიმუმ, რამდენიმე წელი არ დარეკავს

733

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ის გადადგომას არ გეგმავს.

“იმ ადამიანების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს, დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი, მინიმუმ, რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა”, – თქვა კვირიკაშვილმა.