ოზურგეთში ვარდების ხეივანი გაშენდება

629

ოზურგეთში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ სკვერში ვარდების ხეივანი გაშენდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, იგეგმება დიდების მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.