ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ-ებს ავტომობილები გადასცა

530

ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ “კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებასა” და “ქუთგანათების სერვისებს” ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა. ავტომობილები ააიპებს უვადოდ გადაეცათ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

“ავტომობილები, რომლებიც მერიის ბალანსზე იყო,  ვიცოდით, რომ მოძრაობაში არ იყო და მერია ვერ სარგებლობდა. თუ ეს ავტომობილები მოძრაოდნენ, მაშინ, ჯობდა ისევ მერიას ესარგებლა. ალბათ ერთადერთი, რაც შეიცვლება, ნომერია და ნომერზე ციფრი 41 იქნება. ჩვენი რჩევა იქნება, ყველა საჯარო მოხელე მოუფრთხილდეს ქალაქის ქონებას”, – განაცხადა ოპოზიციონერმა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ავტომობილი ძველია და ავარიულია, ამიტომ გადაადგილება არ ხდებოდა. ნიკა ლატარიას თქმით, მერია აპირებს ძველი ავტმობილების გაყიდვას და ახალი ეკონომიური ავტომობილების შეძენას.

ავტომობილები, რომლებიც ა(ა)იპ-ებს გადაეცათ, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეებს ემსახურებოდნენ. კულტურის ა(ა)იპმა ასევე მიიღო მერიის ბალანსზე არსებული ქონება.