ხაშურის სოფელ ცხრამუხაში ბიბლიოთეკა გაიხსნება

808

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს მზადება ოფიციალური გახსნისთვის.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მალე ახალ პროექტში ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” ჩაერთვებიან. ბიბლიოთეკის ტექნიკით აღჭურვას პრეზიდენტის ფონდი, საბიბლიოთეკო ასოციაციის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

,,სოფელს შეემატება საინფორმაციო-ახალგაზრდული კულტურის კერა. მოსახლეობა მიიღებს ინოვაციურ სერვისებს და ისარგებლებს ინფორმაციის მიღების მრავალგვარი საშუალებით – ბეჭდური, პერიოდული პრესის, ელექტრონული და ასევე საჯარო ინფორმაციას. ვუსურვებ ყველა სოფელს ქონოდეს შესაძლებლობა ისარგებლოს საბიბლიოთეკო მომსახურებით” – აღნიშნავენ საბიბლიოთეკო გაერთიანებაში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს: ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.