ქუთაისში მცხოვრებლებმა სკვერში მშენებლობის განახლება გააპროტესტეს

1249

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინის მცხოვრებლებმა სკვერში მშენებლობის განახლება გააპროტესტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა, პროტესტის გამო გარკვეული პერიოდი შეჩერდა, თუმცა ახლა კვლავ განახლდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „იმერეთი“ აწარმოებს, რომელსაც მშნებელობის ნებართვა არ აქვს. მათივე განცხადებით, ადგილზე სავარაუდოდ, 5 მეტრი სიმაღლის კონსტრუქციის მშენებლობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მოსახლეობამ კი, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.