ქუთაისში 45 მილიონიანი საწარმო გაიხსნა

683

ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.

ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.

მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.