კაჭრეთში კახეთის ტყეების ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს

655

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოჰაბში პროექტის: “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” მეორე ფაზის ფარგლებში კახეთის ტყეების ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

შეხვედრაზე, ასევე, რეკრეაციული ტყეების და არამერქნული რესურსების გამოყენების საკითხებზეც ისაუბრეს.
,,ვისაუბრეთ გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე, რომლებიც ამ კუთხით არსებობს და მისი მოგვარების გზებზე. შეხვედრაზე ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ტყეების ტურისტული პოტენციალის ათვისების პერსპექტივამ, ენერგოდაზოგვის ალტერნატიულმა წყაროებმა’’, -თქვეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.