ჯეჯელავა: ერთადერთი, რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა

548

“რაც შეეხება თვითმმართველობებს, ეს საკითხი ფუნდამენტური განხილვის საგანია. მსჯელობაა საჭირო. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა”,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითმმართველ ქალაქებტან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზოგი თვითმმართველი ქალაქი, სადაც მერიც არის და გამგებელიც, არაეფექტურია.

“პრობლემა არ უნდა შეიქმნას არცერთ თვითმმართველ ქალაქში იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალური ინსტიტუტები და გამგებლები ერთმანეთთან როგორ მუშაობენ და როგორ არიან კოორდინირებულები.

მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმებულად მუშაობდეს. არ ჰქონდეს ჩემი და შენი პროექტი, ყველა პროექტი უნდა ხალხსითვის და იმ მიზნების მისაღწევად, რასაც სახავს ხელისუფლება. მთავარი საკითხი არის ის, თუ რამდენად ეფექტურია ის თვითმმართველობები, სადაც არის გამეგებელიც და მერიც. გარკვეული არაეფექტიანობები შეგვიმჩნევია”,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

წყარო: აიპრესი