ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის გენგეგმას სთხოვენ

1090

სააქციო საზოგადოება “აჭარის კურორტები” ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას სთხოვს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შემუშავდება კონცეფცია და გადაწყდება რა სახეს მიიღებს “ბოტანიკური ბაღის” მიმდებარე ტერიტორია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ცნობილია, რომ მიწები მწვანე კონცხზე გაყიდულია. უცნობია რა პროექტს განახორციელებს, “აჭარის კურორტები” მახინჯაურში ე.წ. ნარინჯის ტერიტორიაზე, საიდანაც, ისევე როგორც მწვანე კონცხის ტერიტორიიდან ბოლო პერიოდში აქტიურად გააქვთ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის. ამ კომპანიამ მიწა პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასულ წელს შეისყიდა.