გორის მერია დევნილთა სათემო ცენტრების ამუშავებას მესამე სექტორთან ერთად გეგმავს

888

დევნილთა ჩასახლებებში არსებული სათემო ორგანიზაციების წარმომადგელებმა გორის მერიისგან წერილობით პასუხი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, უფუნქციოდ დარჩენელი სათემო ცენტრები ერთობლივი პროექტების შედეგად ამუშავდება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

სათემო ცენტრების ლიდერებმა გორის მერიას ორი კვირის წინ მიმართეს და ცენტრების ამოქმედება მოითხოვეს. კანცელარიაში შესაბამისი წერილი ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა დიანა მარიამიძემ დატოვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დევნილთა ინიციატივების განხილვისა და სათემო ცენტრებთან თანამშრომლობის შესახებ მზაობას გამოთქვამს.

გორის მუნიციპალიტის მასშტაბით სათემო ცენტრი 7 დევნილთა ჩასახლებაშია. აქედან მხოლოდ რამდენიმე მათგანი ფუნქციონირებს. ცოტა ხნის წინ სკრის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ სათემო ცენტრში ბავშვთა ფსიქორეაბილიტაციის მიზნით არტთერაპიის ცენტრი გაიხსნა.