ფუნიკულიორი 113 წლისაა

1007

მთაწმინდის ფუნიკულიორი 113 წლის არის.

ფუნიკულიორი 1905 წელს გაიხსნა, თუმცა, მანამდე, 1900 წლის ივლისში, ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა პროექტი.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითაც, მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე სადგურის რეკონსტრუქცია კი 1968-1969 წლებში მოხდა. ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად, ახალი შენობა ვ, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

თბილისის მერიამ ფუნიკულიორის ისტორიული სამთო-საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაატარა.

დღეს იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელზეც ძველი ფუნიკულიორის მემანქანეები ი იყვნენ მიწვეულები. იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად ვარსკვლავი გაიხსნა.