რუსთავის რამდენიმე ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება

691
რუსთავის ორ ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ინფორმაციას InfoRustavi  ავრცელებს.
სამხარაულის დასკვნის მიხედვით რუსთავის რამდენიმე ბაღს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება.
“ბაგა ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განაცხადებით არასათანადო პირობებია #25 და #8 ბაღში, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში გადანაწილდნენ.
#25 და #8 ბაღის აღსაზრდელებისთვის მოქმედებს თავისუფალი დასწრება, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხოლო  27-ე ბაღი, მხოლოდ კაპიტალურად გამაგრებას საჭიროებს, რაც სასწავლო პროცესის გაგრძელებას ხელს არ შეუშლის.