ტესტ

432

Results

გილოცავთ! თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის საკითხები კარგად იცი! თითქმის ექსპერტი ხარ 🙂 ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნები 2021 წელსაა. მერობაზე ან საკრებულოს წევრობაზე ხომ არ იფიქრებდი? 🙂

მგონი, დროა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უფრო მეტი გაიგო 🙂 ცენტრალისტი ხარ და გგონია, რომ ადგილებზე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეიძლება? ხშირად ეწვიე droa.ge-ს და თვითმმართველობის შესახებ მეტ ლიტერატურას გაეცანი 🙂 ქვემოთ, თითოეული კითხვის ბოლოს, ნახე, რა შეცდომა დაუშვი 🙂

Next

#1. რამდენდონიანი თვითმმართველობა გვაქვს საქართველოში?

საქართველოში ერთდონიანი თვითმმართველობაა. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობა მაშინ არის ეფექტური, რაც უფრო ახლოსაა ადგილობრივ მოსახლეობასთან. თვითმმართველობის არაეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ტერიტორიული სიშორეცაა, არ გვეთანხმები? 🙂

Next

#2. თვითმმართველობის შესახებ რომელ საერთაშორისო აქტს არის საქართველო მიერთებული?

არავითარი პაქტი, დეკლარაცია და კონვენცია! დაიმახსოვრე! საქართველო, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას არის მიერთებული 🙂

Next

#3. რამდენი თვითმმართველი ქალაქია საქართველოში?

ნუთუ არ გახსოვს?! შარშან ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს, პროტესტის მიუხედავად, სტატუსი გაუუქმა და მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი დატოვა.

Next

#4. ვის წინაშეა ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებული?

დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელია და მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშეა ანგარიშვალდებული! 🙂

Next

#5. ვის შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შეზღუდვა?

დაიმახსოვრე! არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ აქვს უფლება, შეზღუდოს მისი საქმიანობა! ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის რაიმე სახის შეზღუდის დაწესება, კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, არ ხდება. სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს ემყარება 🙂

Next

#6. რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია?

ეჰ, ამდენ შეკითხვას უპასუხე და მაინც… 🙁 თუ ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეთა უფლებაა, თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ამ კითხვაზე სწორი პასუხიც ხომ მარტივია? – ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფაა 🙂

Next

#7. აქვს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას უფლებამოსილების განსახორციელებლად საკმარისი ფინანსური რესურსები?

ადგილობრივ თვითმმართველობებს უფლებამოსილებების განსახორციელებლად ააკმარისი ფინანსური რესურსები არ აქვთ! ან როგორ ექნებათ, როცა მისი შემოსავლები ძალიან მცირეა? მგონი, დროა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან მუნიციპალიტეტებს თანხები დაუტოვოს. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და ადგილობრივ თვითმმართველობებს შემოსავლებსაც გაუზრდის. ხომ მეთანხმები? 🙂

Next

#8. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდის ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნები საქართველოში?

დაიმახსოვრე! დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები პირველად 1991 წელს ჩატარდა, თუმცა, მაშინ მხოლოდ საკრებულოს წევრები ავირჩიეთ. პრეფექები კი დანიშნულები იყვნენ 🙂

Next

#9. რომელი წლიდან ვირჩევთ მუნიციპალიტეტების მერებს პირდაპირი წესით?

დაიმახსოვრე! მუნიციპალიტეტების მერებს პირდაპირი წესით 2014 წლიდან ვირჩევთ. მანამდე, თბილისის მერის გარდა, ყველა მერსა და გამგებელს ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავდა

Next

#10. რამდენი წლით ვირჩევთ მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს წევრებს?

დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მერი და საკრებულოს წევრები 4 წლის ვადით აირჩევიან 🙂

Next

#11. შეიძლება თუ არა საკრებულოს წევრის საკრებულოდან გაწვევა?

დაიმახსოვრე, საკრებულოს წევრის გაწვევის უფლება არავის აქვს! მას 4 წლის ვადით ვირჩევთ და მხოლოდ კანონით დადგენილ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება, შეუწყდეს მას უფლებამოსილება, მისი გაწვევა კი დაუშვებელია 🙂

Next

#12. რა საკითხებს აგვარებს ადგილობრივი თვითმმართველობა?

ეს კი ნამდვილად უნდა გცოდნოდა! დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობა ზრუნავს იმ საკითხების მოწესრიგებაზე, რომელიც შენ გჭირდება – აგვარებს მუნიციპალური გზების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების, გამწვანებისა და დასუფთავების საკითხებს 🙂

Next

#13. რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა?

ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი არსი არ გცოდნია 🙂 დაიმახსოვრე! ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება, ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები! 🙂

Next

#14. რა ჰქვია თვითმმართველ ერთეულს?

არასოდეს თქვა რაიონი! დიდი ხანია, საბჭოთა საქართველოში აღარ ცხოვრობ 🙂 დაიმახსოვრე, თვითმმართველ ერთეულებს მუნიციპალიტეტები ჰქვია! 🙂

Finish