ზუგდიდში კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

1150

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“  სხვადასხვა კეთილმოწყობით სამუშაოებს ზუგდიდსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში სისტემატურად ახორციელებს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის, გლობუსისა და ატრაქციონების რეაბილიტაცია ჩატარდა.

ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი შეიღება და გადამწვარი ძრავი შეკეთდა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე გლობუსს. აღდგა დაზიანებული მინათებები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებსაც. შეიღება და შეკეთდა ავტომანქანები, განახლდა განათებები.

ასევე, იგეგმება სკეიტ-პარკსა და ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციაც.