გურჯაანის ბიბლიოთეკამ 649 ახალი წიგნი შეიძინა

875

გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი განახლდა. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ხათუნა ბუზალაძის ინფორმაციით, ლიტერატურა მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა.  ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

„შევიძინეთ 177 დასახელების 649 ცალი მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტეტრატურა. წიგნები გადანაწილდება, როგორც ცენტრალურ ასევე ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ სასოფლო ბიბლიოთეკებში”, – თქვა ხათუნა ბუზალაძემ.

მისივე თქმით, წიგნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 975 ათასი ლარი გამოიყო.