კვლევა: სამეგრელოში საბავშვო ჯგუფები გადატვირთულია, სკოლებში კი მოუწესრიგებელია საპირფარეშოები

742

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის, „ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოს საჯარო სკოლებში, მათ შორის სამეგრელოში, მთავარ პრობლემებად სანიტარული ნორმების დაუცველობა გამოიკვეთა. პრობლებს შორის დასახელდა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას არათანმიმდევრულობა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

კერძოდ, საჯარო სკოლები სათანადოდ არ სუფთავდება, დამლაგებლების რაოდენობა არასაკმარისია. აგრეთვე, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლებში არის ტუალეტის სუნი, რადგან ზოგჯერ გოგოებისა და ბიჭების, ასევე, დაბალი და მაღალი კლასის მოსწავლეების საპირფარეშოები ერთ სივრცეშია მოწყობილი.

ამავე კვლევის მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღებში გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, მუნიციპალური საბავშვო ბაღების შემთხვევაში პრობლემაა ჯგუფების არასაკმარისი რაოდენობა და გადატვირთული ბაღები, რაც სერიოზულ სირთულეს უქმნის პერსონალს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაში. პრობლემაა ასევე საბავშვო ბაღში აღსაზრდელის რეგისტრაცია.

თუმცა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 95% დაფიქსირდა. რეგიონში ასევე კმაყოფილები არიან ბაღებში განათლების ხარისხით. ცალსახად პოზიტიურადაა შეფასებული კვების ხარისხის გაუმჯობესებაც საბავშვო ბაღებში.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსახურების სერვისის შედეგები ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.

იხილეთ კვლევა სრულად