ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის გახსნა ერთი თვით დაგვიანდა

636

ხელვაჩაურის ახლადაშენებული ბაღი ერთი თვის წინ უნდა გახსნილიყო, თუმცა ახალ შენობაზე თოვლისგან დამცავი კონსტრუქციის არქონამ პროცესი შეაფერხა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ხელვაჩაურის მერის განმარტებით, პრობლემა უკვე მოგვარდა და ბაღი რამდენიმე დღეში გაიხსნება.

სააღმზრდელო დაწესებულებაში ელექტრონული რეგისტრაცია დაწყებულია.