ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზა დაიგება

505

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზა დაიგება. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით განხორციელდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდებადა და 751 000 ლარით ფინანსდება.

ასფალტირებული გზა 4კმ მანძილზე დაიგება.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ინდიკო” ასრულებს.