წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა გრძელდება

930

წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თამარ მეფის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.

წყალტუბოს მერი ესაუბრა მშენებელს სოსო სალარიძეს, რომლის განმარტებით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. დაცულია უსაფრთხოების ნორმები, დროულად იცემა ხელფასები. დასაქმებულთა დიდ ნაწილს კი, დევნილები წარმოადგენენ.

8 ათსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს სულ 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.