ზუგდიდში ორ კგ-მდე ნაგვის დაყრისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

712

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დანაგვიანებისთვის ერთი პირიდააჯარიმეს. „ზუგდიდდასუფთავების“ ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირებისას სამართალდამრღვევი, ორ კილოგრამამდე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების გამო, 80 ლარით დაჯარიმდა.

„მოვუწოდებთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.