ქუთაისის აეროპორტში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

1137

საქართველოს მთავრობა ქუთაისის აერპორტის გაფართოებისთვის 50 მილიონ ლარს დახრაჯავს.
როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” აცხადებენ, ინვესტირების შედეგად აეროპორტის გამტარუნარიანობა სამჯერ გაიზრდება, პიკის საათში კი აეროპორტი 1000 მგზავრის მიღებას შეძლებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

აეროპორტიების გაერთანების ინფორმაციით, იგეგმება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება.

“უკვე გავაფართოვეთ საჰაერო ხომალდების ბაქანი, შეგვიძლია ცხრა თვითმფრინავის ერთდროულად მიღება და დავამატეთ სამიმოსვლო ბილიკი, რომ უფრო მარტივი იყოს თვითმფრინავებისთვის ასაფრენი ზოლის დაკავება და იქიდან გამოსვლა. მუშაობა აქტიურ ფაზაშია და სადღაც, წლის ბოლოსთვის, ვგეგმავთ გაფართოებული აეროპორტის გახსნას”,  – განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხემძღვანელმა, ქეთი ალექსიძემ.

“ქუთაისის აეროპორტი” 2017 წელს 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.