ზაზა გაბუნია ზუგდიდის საკრებულოს მიერ პეტიციის წარდგენის წესის გამარტივებას მიესალმება

596

წინა სტატია

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც  მოქალაქეთა მიერ პეტიციის წარდგენის წესი გამარტივდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის საკრებულოში პეტიციის დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 1%-ის ნაცვლად, 0,5 % იქნება საკმარისი.

“დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას უკავშირდება და რაც მთავარია ხელისუფლებას გვაქვს მკაფიო გეგმაც, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ დეცენტრალიზაციის რეფორმით, უტრეხტის ოქმის რატიფიცირებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით. ამასთან, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებების გვერდით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებების როლიც. სწორედ ამ ფონზე, მისასალმებელია ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამარტივებს პეტიციის წარდგენის წესს, რაც კარგ წინაპირობას შექმნის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გასაზრდელად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 101 ათას 219 ამომრჩეველი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა პეტიციის რეგისტრაციისათვის 600-მდე ამომრჩევლის ხელმოწერა იქნება საკმარისი.