ქედის მერი მუშაობის 100 დღის ანგარიშს წარადგენს

514

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის ანგარიშს ქედის მოსახლეობას პირველად წარუდგენს. ანგარიშის წარდგენა 28 მარტს არის დაგეგმილი. ინფორმაციას თავად მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ქედის მერის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს წარუდგენს.

გრაფიკი იხილეთ ამ ბმულზე.